23 წლის ჰაკერი, რომელიც ცნობილია ნიკით Iserdo, სლოვენიაში ვირუს
mariposa-ის ("პეპელა") შექმნაში მონაწილეობისა და "კომპიუტერული ზომბების"
მძლავრი ქსელის ჩამოყალიბებისთვის დააკავეს.
საუბარია ე.წ. "ბოტნეტზე".
მავნე პროგრამა ინტერნეტიდან
კომპიუტერში შეღწევის შემდეგ მის რესურსებს აკონტროლებს და თავისი მიზნებით
მოიხმარს. მაგალითად, პროგრამა სპამ-შეტყობინებებს ისე გზავნის, რომ
მომხმარებელი ვერც კი ამჩნევს, რომ მის კომპიუტერში ვირუსია.
"პეპელა"-ბოტნეტი
წლის დასაწყისში გააუვნებელყვეს. ვირუსმა მსოფლიოს 12,7 მლნ კომპიუტერის
დაინფიცირება მოასწრო. მის კვალს რამდენიმე ბანკისა და მსხვილი კომპანიის
კომპიუტერებშიც მიაგნეს. პროგრამა ფინანსური ინფორმაციის მოპოვებაზე
მუშაობდა.